Thursday, September 23, 2010

გს, კა ტაკატა ტაკატა ტაკატა...


  ზომბოყუთიდან სუფთა გაპარსული, ჰალსტუხიანი კაცის თავი გამოჩნდა. ახალგათეთრებული კბილები გამოაჩინა და ვნებიანად წარმოსთქვა:
ახლა თქვენ ნახავთ გადაცემას "ფერადი ხაზები დალტონიკებისათვის"
არ ვიცი რატომ მაგრამ ნახევარი საათი მონუსხული ვუყურებდი ეკრანს, სანამ მეგობარმა კეფაში არ წამომარტყა. თან დააყოლა: ფერის შენ რა გესმის და დალტონიკი შენ არ ხარ, რას მიაშტერდი ეკრანსო.
მინდოდა მეპასუხა, ფერის გოეთეს ესმოდა, ხოლო დალტონიზმნის ექიმებს ესმითთქო, მაგრამ შავი შევიკავე. დიდი ხანია ისედაც ყველას ნერვებს ვუშლი ჩემი ზედმეტად ბრძნული საუბარით.

მშვიდად მივირთვი ჭიქა ყავა, დავაყოლე გემრიელი საუზმე, ჩAვიცვი და მხოლოდ შემდეგ დავფიქრდი იმაზე, თუ რატომ მივაშტერდი ზომბოყუთის ეკრანს მაშინ, როდესაც უფრო აბსურდული და დამცინავი გადაცემის მოგონებაც კი არ შეიძლება.
თურმე შიძლება ვერაფერს ხედავდე, მაგრამ მაინც უყურებდე. ალბათ საყურებელიც იმიტომ მოგვცა განგებამ, რომ უყურო და ვერაფერი დაინახო ყოველ შემთხვევაში ადამიანისთვის ეს უცხო არ არის. ხანდახან ისიც კი მგონია რომ დეისწერას ჰალსტუხი უკეთია და კბილები გათეთრებული აქვს. . .

  და მაშინ, როდესაც ჩვენ ფერადი ხაზების დანახვას ვცდილობთ, ყოველდღიურად მსოფლიოში ოცადათოთხმეტი ათასი ბავშვი იღუპება შიმშილისგან. რამდენიმე დღის წინ ერთერთი ინტელექტუალური კლუბისგან, კონფერენციაზე მოწვევა მომივიდა. " პატივცემულო... გთხოვთ დაესწროთ კონფერენციას თემაზე "კუს რომ ვუყურებ ვხვდები რომ ღმერთს იუმორის გრძნობა აქვს" რათქმაუნდა გათვალისწინებულია სპირიტუალური რიტუალები თვითშემეცნების ასამაღლებლად და წყნარი საათი საკუთარ თავში გაღრმავებისთვის.

  რატომღაც დილანდელი გადაცემა გამახსენდა. . . თუმცა კონფერენციაზე მაინც წავედი მიუხედავად იმისა რომ ვერც კუს არსს ვერ ვხვდები და არც ღმერთის იუმორზე მაქვს წარმოდგენა, მიუხედავად რომ შემოქმედის იუმორის გრძნობა უდაოდ გამაჩნია. სამწუხაროდ მეგობარი თან არ მახლდა რომ კისერში წამოერტყა. არადა ეს მადლიანი საქმე რომ გაეკეთებინა, ამდენ კბილგათეთრებულს ჰალსტუხიანს სამი საათს ნამდვილად არ ავიტანდი.

  კონფერენციიდან დაღლილი გამოვედი. კუს კოსმიურ ბუნებაზე და ღმერთის იუმორზე თეოლოგიურმა მსჯელობამ დამღალა. ბედად ჭკუა მეყო და სპირიტუალური რიტუალების დროს სიგარეტს ვეწეოდი, ხოლო საკუთარ თავში ჩაღრმავების საათის დროს, მესიჯებს ვუგზავნიდი მეგობარ გოგოს.

  სახლში ისევ ზომბოყუთს მივაშტერდი. ამჯერად სხვა თეთრკბილებიანი და ჰალსტუხიანი საუბრობდა, რომელის მარწმუნებდა , ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. მართალია ეს საკმარისი არ არის, მაგრამ მაცადეთ, არც ღმერთს გაუჩენია კუ თვავიდანვეო.

 გავბრაზდი, ზომბოყუთი გამოვრთე და რამდენიმე თანამედროვე პეტის ლექსის კითხვა დავიწყე. საინტერესო სტრიქონებს წავაწყდი სადაც ავტორი აზრით, აუცილებლად იყო სიმართლე.
" ცა პათოლოგიურად ცისფერია"
" იღრინებიან დედაჩემის ფეხსაცმელები"
" შენი ვაგინა თვით სამყაროს პანორამაა"
" ჩემს გენიტალიაზე დახატული შტრიხ-კოდი ხარ"



იცით მეწყინა. . . მე გამაბრაზეს, ჩემი თვითშეფასების მაჩვენებელი აშკარად დაეცა. დიდი ხანი ვცდილობდი წარმომედგინა მიზანსცენა როგორ იღრინება ფეხსაცმელი, თან დედის, რომ ვერ წარმოვიდგინე, წიგნის თაროსთან მივედი და უცხო სიტყვათა ლექსიკონი ავიღე. პაბ... პათ... პამ... პან.. პანორამა. წავიკითხე განსაზღვრება და კვლავ ვეცადე მიზანსცენის წარმოდგენა, სადაც კინოკამერა უვლის სამყაროს რომელიც გავს ვაგინას... ბევრი ვიწვალე თუ ცოტა მივხვდი, სამყარო ვაგინას არ გავს. ჩემთვის ყოველშემთხვევაში.
  მკითხველთან უკაცრავად და ჩემს გენიტალიაზე შტრიხ-კოდი არ მიზებნია, ზუსტად ვიცი, რომ იქ არ არის, მაგრამ საკუთარ ტავს პირობა მივეცი რომ დილით ადრე ავდგეოდი ცას დავაკვირდებოდი და აუცილებლად დავაკვირდებოდი მისი ფერის პათოლოგიას. ასეც მოვიქეცი მაგრამ ერტადერთი რაც მივვიღე ეს იყო სიცხე, რადგან გავცივდი. რადგან სიცხე ყველაზე არაპოეტური მოვლენაა ამქვეყნად, მეგობარმა გადაწყვიტა სასწრაფოდ ეშველა ჩემთვის. აფთიაქში ჩავიდა და უამრავი "ფლუ" და "უპსა" მომიტანა. რამდენი დაგიჯდა მეთქი ვკითხე. ოცი ლარიო... მიპასუხა. მის თვალწინ დავურეკე ერთ ჩემს მეგობარს და ვკითხე: ეს წამლები რამდენ ხანში გშველისთქო.
  ოთხ-ხუთ დღესო. . . გრიპის ვირუსი ხუთდღიანია. მეგობარმა სინანულით აღნიშნა, აფსუს ოცი ლარი, რამდენ რედ-ბულ-ს ვიყიდდიო. ამ დროს ვუთხარი რომ რედ-ბულს კამეჩის სპერმისგან ამზადებენ.
ჩემი მეგოაბრი გაჩერდა და ისეთი გამომეტყველება მიიღო როგორიც მე მქონდა ფეხსაცმელის ღრენის კითხვის დროს..
  არ ვიცი რატომ, მაგრამ მეგობრის ასეთმა რეაქციამ ძალიან დამთრგუნა და გადავწყვიტე ერთხელ მე წამომეკრა მისთვის კეფაში, მარგამ არ უშველა. მაშინ ავიღე ფურცელი და კალამი. გავედი სამზარეულოში, გავიკეთე ყავა, დავჯექი და ლექსის წერა გადავწყვიტე, ორონდ წინასწარ შევუთანხმდი საკუტარ ტავს რომ ისეთ ფრაზებს როგორიცაა " მენატრები უზომოდ" " მაგონდები " " ღამეა და წვიმს, მე კი ქუჩაში მარტო დავდივარ, მიყვარხარ და რა მეშველება. დავფრინავ" "ეს რეალობაა ორონდ შენ იყავი კარგად, მოვკდები და ჩემ საფლავზე იტირე" სანთლად დაგენთები და ჩამოგეთვენთები" - არ გამოვიყენებდი
 ორი საათი ვწერე. . . შემდეგ ავიღე ხელში ის ფურცელი რომელზეც ჩემი ინტელექტუალური შტორმის შედეგი იყო დაჯღაბნილი, მეგობართან მივედი, დავსვი და ვთხოვე გულისყურით ესმინა. ფურცელს დავხედე და კითხვა დავიწყე:
                  

საქართველო
მოსახელობა სამ მილიონ ხახევარი. აქედან
ნახევარი თბილისშია
მეორე ნახევარი კი
ან საბერძნეთში ბოზობს
ან გერმანიაში იპარავს.
საქართველო
ქვეყანაა სადაც
ადამიანებში მუსიკა მოკვდა,
სადაც
მეფობენ პროკურორები და
ხალხი რომელიც
სამშობლოს მისდამი დიდი სიყვარულის
მოკრძალების და პატივისცემის გრძნობით გამსჭვალული
ძარცვავს
მენ
ტალიტეტი
ტრა
დიცია
წესი-მორჩილება
არარსებული საზოგადოების რისხვა
რომელიც
ქარიშხალია მათ ნეშტზე ვისაც უბრალოდ
სიცოცხლე უხაროდა
სიცოცხლე მობილური ტელეფონების და
ფეხსაცმელის კულტის გარეშე
სიცოცხლე შიშის გარეშე
საქართველო
ადგილისადაც მამები ტავიან შვილებს კლავენ რათა
შემდეგ მათ მოკლ;ან სხვები რომლებიც
ასევე მოკლავენ საკუთარ სისხლს და ხორცს
სუიციდი - განსაწმენდელი
 დაღი წარსული ბედნიერების
ბედ
ნიერების
რომლის საფლავის ქვაზეც დიდი ასოებით წერია
მე მკვლელი ვარ!
ტყვია
დანა
სიტყვა
მენტალური უსუსურობის სამსახური პოეზიის გარესშე
ფერი
ფარისევლობის
ფარი
სევლობის
სევლო
სევ
სევდის
და სასოწარკვეთის
ქვეყანა სადაც დასაბამიდან იყო მონა
და მონა იგი იყო მონა
პატრონთან და
ჩაბარდა პატრონს
შიშით
მძულვარებით აღსავსე.
განსაწმენდელი
გან
წმენდა
ადამიანებისგან
საკუთარი
ავისგან რადგან,
ისევე ჭამდი პესტიციდებს
ისევე გემოსა ჩინური სინთეტიკა
ისევე არ გაღელვებდა სხვისი სიცოცხლე როგორც
მათ
ვინც შენში
მისკა
სიტყვა
და ფერი
ბანკომატით შეცვალა
მუსიკა ჯღეს რადგან უნდა ჟღერდეს
ლექსი იწერება რადგან
ქვეყანას ხომ უნდა ყავდეს პოეტი
გადარჩენის იმედით, ანუ ნურავის ანდობთ პასპორტს
იამაყეთ თქვენ ამ ქვეყნის შვილები ხართ
უგზოთ მაგრამ მიმართულებით
ცათა სასუფეველში. . .
კითხვა დავამთავრე და მეგობარს შევხედე. კვლავ მონუსხულივიტ მიყურებდა. . . და უცებ ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ჰალსტუხი მეკეთა და კბილები ახალი გათეთრებული მქონდა. . . ირგვლივ კი არავინ იყო, რომ მისთვის კეფაში წამოეკრა.  

8 comments: